Tuesday, March 14, 2017

გვირილა და კესანე

გვირილა (ლათ. Matricaria) — რთულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. უფრო მეტად ამ სახელწოდებით ცნობილია Pyrethrum-ის გვარი, რომლის 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპისა და აზიის ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, უმრავლესობა კი კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში. საქართველოში 24 სახეობაა, მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვა. ზოგი სახეობა სათიბ-საძოვრების სარეველაა, ზოგი სამკურნალოა (ბალზამური გვირილა - Pyrethrum balsamita): ინსექტიციდურ და ჰერბიციდულ ნივთიერებებს (პირეტრინსა და ცინერონს) შეიცავს ფართოდ მოსენებული დალმაციური გვირილა (Pyrethrum cinerarifolium) და წითელი ანუ კავკასიური გვირილა (Pyrethrum roseum). Pyrethrum parthenium- დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ, ხოლო (ეგრედ წოდებული კალუფერი ანუ კანუფერი) ლიქიორების არომატიზაციისათვის. Doronicum-ის გვარიდან გვირილის სახელით ცნობილია ყვითელი გვირილა (Doronicum orientale), რომელიც უმთავრესად გავრცელებულია კოლხეთში, ნაწილობრივ კი ქართლში მთის შუა და ზემო სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში, Leucanthemum-ის გვარიდან - მინდვრის გვირილა.
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:               მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: რთულყვავილოვანნი

გვარიგვირილა












                                   კესანე



ბერძნული ლეგენდის თანახმად როდესაც შემოქმედმა ყველა მცენარეს თავისი სახელი უწოდა



ერთი პაწაწინა უსახელო ყვავილი ატირდა: "არ დამივიწყო, უფალო"
მაშინ უფალმა მიუგო: "სწორედ ეგ იქნება შენი სახელი"
და მას შემდეგ ამ პატარა ნაზ ყვავილს მსოფლიოს ყველა ენაზე "არ დამივიწყო" ჰქვია...
ჩვენთვის კი უბრალოდ კესანე...
"კესანე, შენი კვნესა მე, შენთვის სიყვარულს ვკვესავმე"
ყველა ყვავილი როდესაც გჩუქნიან ამბობენ თავის სათქმელს და თუ შენ გაგიმართლა და გაჩუქეს კესანები, ეს ნიშნავს რომ შენს წინ ერთგული სიყვარული დგას, არასდროს გიღალატებს და გაგცემს.
ჩვენთან საქართველოში კესანეს 15 სახეობა გავრცელებული....
კესანე (ცისანა; ლათ. Myosotis) — ერთ-, ორ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს პატარა ცისფერი (იშვიათად თეთრი) ყვავილები. გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 80-მდე) სახეობაა. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, აგრეთვე ტროპიკულ აფრიკის მთებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, მცირე ნაწილიამერიკაში. საქართველოში გვხვდება 15 სახეობა. იზრდება ჭაობებში, ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდელოებზე. ზოგი სახეობა სარეველაა, ბევრიდეკორატიული. საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ფართოდ არის გავრცელებული ალპური კესანე (ლათ. Myosotis alpestris).

საქართველოში კესანეს განსხვავებული სახელით იცნობენ. მისი შესატყვისია ქართლურიკონკიძველა, ზემოიმერულიციცინო, რაჭულითიკნიყურა და სხვ.




No comments:

Post a Comment